გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კვლევითი დაწესებულებებისა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) და გერმანიის უნივერსიტეტების (კასელის უნივერსიტეტი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი) წამყვანმა მეცნიერ-მკვლევარებმა. კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშემ ბატონმა ჟოელ ბასტენერმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ შემოქმედების ისეთ ასპექტებს, რომლებზეც აქამდე ქართულ სამეცნიერო სივრცეში ნაკლები ყურადღება ექცეოდა. კონფერენცია გახსნა და მისი მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
აღნიშნული ღონისძიება გაშუქებულ იქნა საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში.
პროგრამა იხილეთ აქ