კონფერენცია “ახალი სამეცნიერო - კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერენცია “ახალი სამეცნიერო - კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში”

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია \"ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში\".

უკვე მეორე წელია, რაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოსთან და სისტემატურად ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს. წლევანდელი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კვლევითი დაწესებულებებისა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) და  გერმანიის უნივერსიტეტების (კასელის უნივერსიტეტი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი) წამყვანმა მეცნიერ-მკვლევარებმა. კონფერენცია გახსნა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ირემაძემ და საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში შესრულებული სამუშაოების და კვლევითი პროექტების შესახებ. კონფერენცია გაშუქებულ იქნა საქართველოს ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების მიერ.. 
კონფერენციის პროგრამა  იხილეთ აქ.