გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის, საერთაშორისო იურიდიული ცენტრისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,კრიმინოლოგიის როლი საზოგადოების განვითარებაში”.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კრიმინოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გენერალ-ლეიტენანტმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ გვეტაძემ, პროფესორმა გიორგი ღლონტმა და სამართლის დოქტორმა რამაზ ბერიძემ.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის და ჟურნალ ,,კრიმინოლოგის” სარედაქციო კოლეგიის წევრს, სამართლის დოქტორს რამაზ ბერიძეს გადასცა უნივერსიტეტის სრული პროფესორის ატესტატი. მრგავალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და შეიმუშავეს წინადადებები ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს შექმნის თაობაზე.