გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის წიგნის ,,ჰიტლერი” ქართული თარგამნის პრეზენტაცია. წიგნი ქართულად თარგმნა ქალბატონმა დალი ფანჯიკიძე და გამოსცა გამომცემლობა ,,არტანუჯმა”. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამომცემლობა ,,არტანუჯის” წარმომადგენლები, ქალბატონი დალი ფანჯიკიძე, გრიგოლ რობაქიძის წიგნის ,,მუსოლინი” ქართულ ენაზე მთარგმნელი ქალბატონი ნანა გოგოლაშვილი, გამომცემლობა ,,ინტელექტის” ხელმძღვანელი ბატონი კახა კუდავა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
გამომცემლობა ,,არტანუჯმა” გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა აღნიშნული წიგნები.