2009 წლის 2-3 ოქტომბერს ქალაქ გორში გაიმართა II საერთაშორისო კონფერენცია ,,ახალი მიმართილებები განათლებასა და კვლევაში”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები აშშ-დან, ლატვიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და პროფესრები საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით მოხსენებებით წარმოადგინეს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ხათუნა კაჭარავამ და ნინო ჭალაგანიძემ.
სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება სასარგებლო და საჭირო ინიციატივაა ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოსაყალიბებლად. წარმოდგენილ თემათა აქტუალობამ მეცნიერების არაერთი მიმართულების თანამედროვე დონე გამოკვეთა და საინტერესო სამეცნიერო კავშირებს ჩაუყარა საფუძველი.