2009 წლის 23 აპრილს 17 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის ანა ჭიღიტაშვილის სასემინარო ნაშრომის პრეზენტაცია თემაზე: ,,ტერორიზმი, როგორც გლობალური პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები”. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი გიორგი ღლონტი.
სადისერტაციო საბჭოს, სხვა პროფესორებთან ერთად, წარმოადგენდა ცნობილი გერმანელი მეცნიერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჰელმუტ კური.
აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობაც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ პირველი შემთხვევაა ქართულ სადისერტაციო საბჭოში უცხოელი პროფესორის მონაწილეობისა.
უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სემინარებისა და სადისერტაციო ნაშრომების დაცვა უნივერსიტეტში მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, რაც ხელს შეუწყობს დისერტაციების ხარისხის ამაღლებას.
შემფასებელმა კომისიამ სასემინარო ნაშრომის დაცვა შეაფასა დადებითად.