2009 წლის 6 მარტს 16 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის მანანა კოპალიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: ” ივანე ჯავახიშვილის პოლიტიკურ სამართლებრივი შეხედულებანი” სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა მოსულიშვილი.
საატესტაციო საექსპერტო კომისიამ დისერტაციის დაცვა შეაფასა 94, 5 ქულით. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მანანა კოპალიანს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.