2008 წლის 11 დეკემბერს, 17.00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 407 აუდიტორიაში ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის დონქტორანტის მარი ქოქიაშვილის სასემინარო ნაშრომის ,,ფრენჩაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება” პრეზენტაცია, ხელმძღვანელი – სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი გია ქირია.
სემინარს ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები (მანანა მოსულიშვილი, გიორგი ღლონტი, გიორგი თოდრია, პეტრე დაუთაშვილი, ვაჟა გურგენიძე, გია ქირია, მიხეილ გოგატიშვილი დას ხვ.), ასევე, უნივერსიტეტის მაგისტრები და დოქტორანტები.
დოქტორანტ მარი ქოქიაშვილის სადოქტორო სემინარი შეფასდა 91 A ქულით.