სამეცნიერო კონფერენცია (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონფერენცია (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა

2008 წლის 30 ივნისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიში  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა - მიძღვნილი თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – “აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში” (Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus, B. R. Grüner Publishing Co., Amsterdam / Philadelphia, 2004)
 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის დეპარტამენტი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი,
ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება
სენტ ჯონსის კოლეჯი, ანაპოლისი, აშშ
                        
კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ბარამიძემ
 
მოხსენებები:
 
  1. გიორგი ბარამიძე (თბილისი) – “დიანოიას” გაგების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
  2. გიორგი თავაძე (ბათუმი) – ინტელექტის თეორიები XIII-XIV სს. გერმანელ დომინიკანელთა სკოლაში (ალბერტ დიდი, დიტრიხ ფრაიბერგელი, ბერთოლდ მოსბურგელი)
  3. ლალი ზაქარაძე (ბათუმი) – ღმერთი – ინტელექტი – ადამიანი
  4. მიხეილ გოგატიშვილი (თბილისი) – ბერთოლდ მოსბურგელის ირემაძისეული ინტერპრეტაცია და “რუის-ურბნისის ძეგლისდება”
  5. გიორგი ბიჩინაშვილი (თბილისი) – ისტორიულ-იმანენტური მეთოდის შესახებ, ანუ როგორ შევქმნათ ფილოსოფიის ისტორია
  6. გიორგი ხუროშვილი (თბილისი) – ნეოპლატონური მოძღვრებები სულის შესახებ ბიბლიური თვალსაზრისით
  7. დუეინ ლეისი (აშშ, ანაპოლისი, სენტ ჯონსის კოლეჯი) – ერთიანობა პლატონის “ტიმაიოსში”
 
 
სიტყვით გამოვიდნენ :
 
რევაზ გორდეზიანი (თბილისი),   ლანსელოტ ფლეტჩერი (ნიუ იორკი, თბილისი)
 
 
დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ - უკუსვლა დროში: რამდენიმე მოსაზრება ქართული ფილოსოფიის შესახებ
 კონფერენციის მიმდინარეობა გაშუქებული იქნა ,,რუსთავი-2”-ის ტელევიზიის მიერ.