2008 წლის 12 ივნისს აშშ საელჩოში გაიმართა აშშ საელჩოს გრანტით განხორცელებული პროექტის ,,ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღმდეგ” შედეგების პრეზენტაცია.
ცერემონიალს ესწრებოდნენ პროექტის დირექტორი სრული პროფესორი მალხაზ მაძაღუა, პროექტის მონაწილე სტუდენტები, საელჩოს თანამშრომლები – საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მაგდა მაღრაძე, გრანტების კოორდინატორი ნინო გაგუა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სტეფან გუისი, აშშ კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
პროექტის შედეგები ინგლისურ-ქართულ ენებზე წარადგინა პროექტის კოორდინატორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ცირა ჭანტურიამ.
პროფესორმა მამუკა თავხელიძემ პროექტი მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ პროექტის ხელშეწყობისათვის მადლობის ბარათები გადასცა საელჩოსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.