2026 წლის 22 მაისს რესტორან Theory Dining-ში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული სემინარი: „საქმიანი სადილის ეტიკეტი“.
ღონისძიება სალექციო კურსის - ბიზნესეტიკეტი - პრაქტიკული კომპონენტია, რომელიც ორგანიზებული იყო კურსის ხელმძღვანელის, მოწვეული ლექტორის, ანა აბესაძის მიერ.
იმიტირებული საქმიანი სადილი მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის საერთაშორისო ბიზნესსადილის სტანდარტების გაცნობას, რეალურ, ოფიციალურ გარემოში ეტიკეტის წესების პრაქტიკულად წარმოჩენას, სტუდენტების მომზადებას პროფესიული და ინტერკულტურული ბიზნესგარემოსათვის, სადაც საქმიანი სადილის ეტიკეტი, პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, თავდაჯერებულობა და სოციალური ცნობიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმატებული პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა დაახასიათეს შეთავაზებული საქმიანი სადილის სამივე კატეგორია: აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი და პრაქტიკულად შეასრულეს ეტიკეტის ის წესები, რომლებიც აუცილებელია ამგვარი შეხვედრების დროს.
პროგრამა მოიცავდა ინტერაქციულ დისკუსიას, კითხვა-პასუხის სესიას, ეტიკეტზე ორიენტირებულ პრეზენტაციებსა და ფილმებიდან საქმიანი სადილის თემატიკის ამსახველი ეპიზოდების განხილვას.
საღამოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ბიზნესეტიკეტის კურსის სახელმძღვანელოს - “Navigating the Professional World: A Guide to Business Etiquette”, ავტორის - პროფესორ ათენა ვულდრიჯის ვიდეომიმართვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი - ვახტანგ ჭარაია; სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - მერი ლომია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი - გიგა თვაური.
იმიტირებული „საქმიანი სადილი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს სწავლა-სწავლების პროცესში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვის მნიშვნელობას, რომელიც სტუდენტებს ეხმარება გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული და კარიერული წარმატების მიღწევაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა