იტვირთება...
მაია (თათია) პაჭკორიას ვიზიტი პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაია (თათია) პაჭკორიას ვიზიტი პოლონეთში


საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - Erasmus+ (Staff Mobility for Teaching), ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტმა, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა, მაია (თათია) პაჭკორიამ პოლონეთის ქალაქ კიელცეში, იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და სოციალური კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები.

 

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა ლექტორმა უცხოელ კოლეგებსა და სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება თანამედროვე მედიის აქტუალური საკითხების, მათ შორის: თანამედროვე მედიის გამოწვევების, მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების, მედიაში სიძულვილის ენისა და საზოგადოებრივი ტოკშოუს მოდელირების თავისებურებების შესახებ.

 

პროგრამა, სალექციო კურსთან ერთად, რადიოსა და ტელევიზიაში პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავდა. იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტის რადიოსადგურის - „Fraszka“- სტუდიაში თათია პაჭკორიას უმასპინძლა გრუნის სტუდენტმა - საბა ყანჩაშვილმა, რომელიც მობილობით იმყოფება პოლონეთში, სატელევიზიო ინტერვიუს მომზადებაში კი პოლონელი სტუდენტები მონაწილეობდნენ.