“ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღმდეგ”
უნივერსიტეტში მოეწყო აშშ-ს საელჩოს გრანტით დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღმდეგ” პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები. ცნობილი იურისტები, ბავშვთა საკრებულოს წარმომადგენლები, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
პროექტი წარადგინა პროექტის დირექტორმა პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუდენტებმა, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაგდა მაღრაძემ.