შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სამედიცინო სამართალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სამედიცინო სამართალში

 

 

21 სექტემბრს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სამედიცინო სამართალში. 

საქართველოდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად სიმპოზიუმში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თინათინ წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, უზენაესი სასამართლოს, საქართველოს უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და სულხან-საბა-ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

უცხოელი მონაწილეები კი წარმოადგენენ სტამბულის, ოზეიგენის, სამსუნის, კონიის, ვიურცბურგის, ჰამბურგის, ოდესის უნივერსიტეტებს და რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიას. სიმპოზიუმზე ვრცლად განიხილა ისეთი საკითხები, როგორიც არის ორგანოს ტრანსპლანტაცია, ევთანაზია, პაციენტის უფლებები, აბორტი და სხვ. 

ყოველი მოხსენების გარშემო დაისვა შეკითხვები, გაიმართა საინტერესო დებატები. 

სიმპოზიუმი გახსნა და მისი მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ მამუკა თავხელიძემ. 

სიმპოზიუმის დასასრულს მომავალი თანამშრომლობის გეგმები დაისახა. უცხოელმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები.

უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრში გამოიცა საკონფერენციო თემათა თეზისები და უახლოეს მომავალში  იგეგმება მოხსენებათა სრული სახით დაბეჭდვა. კონფერენციის მუშაობა გააშუქეს ქართულმა სატელევიზიო არხებმა: საზოგადოებრივო მაუწყებელის I არხმა  და საპატრიარქოს ტელევიზიამ.

 

თეზისი იხილეთ აქ.

დღის წესრიგი იხილეთ გერმანულადინგლისურად.