იტვირთება...
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში გრუნის პროფესორები მონაწილეობენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში გრუნის პროფესორები მონაწილეობენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევით საქმიანობაში გრძელდება. 2026 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა Global Risks Report 2026, რომლის მომზადებაშიც გრუნის პროფესორებმა: ვახტანგ ჭარაიამ, თენგიზ თაქთაქიშვილმა, გიგა თვაურმა და მარიამ ლაშხმა, როგორც ექსპერტებმა, მიიღეს მონაწილეობა. ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა WEF-ის ახალი კვლევა, რომელიც გენდერული თანასწორობის გლობალურ მდგომარეობასა და ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებს აფასებს.

 

Global Gender Gap Report გენდერულ თანასწორობას ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს: ეკონომიკური მონაწილეობა და შესაძლებლობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ასევე, პოლიტიკური გაძლიერება. ანგარიშის მიხედვით, საქართველო გენდერული თანასწორობის ინდექსში 145 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს, ხოლო გენდერული სხვაობის 72.7% აქვს აღმოფხვრილი. საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონულ ჯგუფში იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც გლობალური რეიტინგის პირველ ასეულში შედის. 2026 წლის ანგარიშში გლობალურად გენდერული სხვაობის 69.2% არის აღმოფხვრილი.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია:
Global Gender Gap Report 2026

 

World Economic Forum (WEF) არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის, მთავრობის, აკადემიურ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გლობალური, რეგიონული და ინდუსტრიული დღის წესრიგის სკითხების შესახებ დიალოგისა და თანამშრომლობისათვის. ორგანიზაცია 1971 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი კი ჟენევაში, შვეიცარიაში, მდებარეობს. WEF-ის საქმიანობა მოიცავს გლობალური ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების კვლევას, ანალიზსა და სხვადსხვა სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.