საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებენ ერთობლივ კვლევას: „დანაშაულობის კლასიფიკაციის, მისი ფაზებისა და ფორმების თვისობრივი ტრანსფორმაციის კრიმინოლოგიური მოდელის სტრუქტურული კვლევა ზნეობრივ და სამართლებრივ ჭრილში, საქართველოს მაგალითზე“.
თანამედროვე პირობებში კვლევის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მის ობიექტს წარმოადგენს ადამიანთა მიერ ნორმიდან გადახრილი ნებისმიერი ქცევა, უმძიმეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩათვლით და განსაზღვრავს დანაშულობის კლასიფიკაციის ფაზებისა და ფორმების საზღვრებს.
ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დანაშულის წინააღმდეგ სისტემური ხასიათის, ეფექტიანი ბრძოლისა და პრევენციული ღონისძებების გატარებაში.
პროექტს პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ხელმძღვანელობით ახორციელებს მკვლევართა ჯგუფი: პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, მაგისტრი ნიკოლოზ ნაჭყებია და მაგისტრანტი ნიკა გოჩიტაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა