სამართლის ეროვნული კონფერენციის დაფუძნება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის ეროვნული კონფერენციის დაფუძნება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა - სამართლის ეროვნული კონფერენციის ერთერთი დამფუძნებელი

 

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ სხვა უნივერსიტეტებთან ერთად დააფუძნა სამართლის ეროვნული კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 2011 წლის 8 ნოემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

 

სამართლის ეროვნული კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა. კონფერენციის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატის წახალისება.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად მემორანდუმს ხელი მოაწერეს:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
  • თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა;
  • კავკასიის უნივერსიტეტმა;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
  • საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა;
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

 

კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამართლის ისე მომიჯნავე დისციპლინებში მოღვაწე მეცნიერებსა და მკვლევარებს. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

 

-          საჯარო სამართალი;

-          კერძო სამართალი;

-          სისხლის სამართალი;

 

კონფერენციის ორგანიზატორები განსაკუთრებით მიესალმებიან დისციპლინათაშორის კვლევებს და მომიჯნავე დისციპლინების წარმომადგენლების მონაწილეობას.