საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,გოდერძი ჩოხელი - შემოქმედება საზღვრების გარეშე”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,გოდერძი ჩოხელი - შემოქმედება საზღვრების გარეშე”

 

2011 წლის 28-29 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრის ,,ამირანი” მიერ ერთობლივად ჩატარდა ცნობილი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და დრამატურგის _ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში წარმოდეგენილ იქნა მოხსენებები და მოგონებები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვლივ. კონფერენციას ესწრებოდა ჩვენი თანამემემულე მაქს-პლანკის ინსტიტუტის (გერმანია) პროფესორი, საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების კოორდინატორი ქალბატონი ელიკო წიკლაური-ლამიხი, ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მამა თადეოზი.     

 

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

 

კონფერენციის ფარგლებში 29 ოქტომბერს დუშეთის სახალხო თეატრში დაიდგა სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით. 

 

აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაშუქებულ იქნა საქართველოს ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში. 

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

თეზისები იხილეთ აქ.