შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, ფსიქოლოგ თომას კორდუელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, ფსიქოლოგ თომას კორდუელთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტების მოწვევით ,ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა,\"South East Community College\" - ის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, თომას კორდუელმა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ლექცია \"გენდერი და საქართველო\" ჩაატარა.

 

ლექცია საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა სტუმართან დებატები გამართეს. სტუდენტებთან შეხვედრით, აუდიტორიის აქტიურობითა და თემაში ჩართულობით სტუმარი კმაყოფილი დარჩა და უნივერსიტეტი შემდგომი თანამშრომლობის სურვილით დატოვა.