გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში დასრულდა მუშაობა 18 თვიან საგრანტო პროექტზე (ალექსის დე ტოკვილი, „დემოკრატია ამერიკაში“, თარგმანი, წინათქმა, შესავალი სტატია, შენიშვნები და კომენტარები). პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა საქართველოში აშშ საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფარგლებში.
ალექსის დე ტოკვილის ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში“ თარგმნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგემ დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. თარგმანის სამეცნიერო რედაქტორები არიან ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, ასისტ.-პროფ გიორგი თავაძე. აღნიშნული თარგმანი გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.