საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სამართლებრივი და პენიტენციალური რეფორმა საქართველოში: შედარებითი ანალიზი და ევროპის გამოცდილება \". კონფერენციის ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის უნივესტიტეტის და უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრი იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღებეს როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის), ასევე გერმანიის უნივერსიტეტების და ინსტიტუტების (ფრაიბურგის უნივერსტეტის, მაქს-პლანკის სახელობის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, ტურინგიის იუსტიციის სკოლის) პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ ბატონმა ტატო ქელბაქიანმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინატორმა ბატონმა თამაზ ახობაძემ. კონფერენცია აქტიური დებატების ფონზე საინტერესოდ წარიმართა. კონფერენცია გახსნა და მისი მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელძემ. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ შეიმუშავეს რეკომენდაციები.