2012 წლის 5-6 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული ჯგუფის (AIPPI) ინიციატივით და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მხარდაჭერით ბაზალეთის სასტუმროთა კომპლექსში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციას „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თანამედროვე პრობლემები“.
ორი დღის განმავლობაში ქართველ მეცნიერებთან და პრაქტიკოსებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის, ბრიტანეთის, ფინეთის, ლატვიის, უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მეცნიერები და სპეციალისტები. განხილულ იყო საავტორო, საპატენტო და კომერციული აღნიშვნების სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემები. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების მეცნიერული და პრაქტიკული საკითხები.
კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ გახსნა, რომლის შემდეგაც აუდიტორიას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თვხელიძემ და პრორექტორმა, გულიკო გალდავამ მიმართა.
კონფერენციას, 5 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ძამუკაშვილი გაუძღვა, მეორე დღეს კი, მოდერატორი პატენტრწმუნებული შალვა გვარამაძე გახლდათ. კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. კონფერენციის ფარგლებში, სხადასხვა პრობლემასა და თემაზე წარმოდგენილი იყო 19 მოსხენება. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ქართველ და უცხოელ კოლეგებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, - გამოცდილების გაზიარება მოხდა. ანგარიშის ჩაბარების მიზნით, სურვილი გამოითქვა, აღნიშნულ თემაზე ყოველწლიურად კონფერენციის გამართვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე დაგეგმილია სამეცნიერო შრომების კრებულის გამოქვეყნება.
თეზისები იხილეთ აქ