ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია იმყოფებოდა ისრაელში, სადაც მონაწილეობა მიიღო მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებში ,,განახლებადი ენერგია, როგორც რეგიონალური განვითარების კატალიზატორი“. პროექტი დაფინანსდა ისრაეილის მთავრობის მიერ. პროექტის ფარგლებში მურთაზ კვირკვაია გაეცნო არავას გარემოს შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ კვლევებს განახლებადი ენერგიების სფეროში, შეხვდა ენერგო პოლიტიკის და განახლებადი ენერგიების ცნობილ სპეციალისტებს, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. კურსის დასრულების შემდეგ მურთაზ კვირკვაიას გადაეცა სერთიფიკატი.