ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

2013 წლის 29 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია.

 

სამეცნიერო ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“ (რედაქტორი – პროფესორი ოთარ ჯანელიძე) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და გიორგი მაჩაბლის ფონდის ერთობლივი პროექტია.

 

გამოცემა 2011 წელს კრებულის სახით დაფუძნდა, ხოლო მიმდინარე წელს ჟურნალად გარდაიქმნა და ამიერიდან წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალი ქარ¬თული ემიგრაციის პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოლპულარიზაციას ემსახურება. აშუქებს ქართული ემიგრაციის წარსულისა და დღევანდელობის აქტუალურ საკითხებს. მასში წარმოდგენილია აგ¬რეთვე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემაულეთა ნაშრომები მეცნიერების სხვადა¬სხვა სფეროდან, დაბეჭდილია ქართული ემიგრაციის ისტორიასთან დაკავშირე¬ბული მემუარული ხასიათის პუბლიკაციები, დოკუმენტური და სხვა მასალა.

 

ჟურნალს აქვს რუბრიკები: „ქართული ემიგრაციის ისტორია“; „ქართული ემიგ¬რაციის გეოგრაფია“; „ქართველ ემიგრანტთა ნაშრომები“; „ქართველ ემიგ¬რან¬ტთა მოგონებები“; „ახალი წიგნები ქართულ ემიგრაციაზე“; „ქრონიკა“.

 

„ქართული ემიგრაციის“ პირველი ნომრის ავტორები არიან: რუსუდან დაუ¬შვილი, მანანა დარჩაშვილი, ლალი ზაქრაძე, დოდო ლაბუჩიძე, ელდარ მამისთვა¬ლიშვილი, შორენა მურუსიძე, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რუსუდან ნიშნიანიძე, იოსებ ჟორდანია, ბადრი ქუთელია, ზაზა შათირიშვილი, ოთარ ჯანელიძე.

 

ჟურნალში გამოქვეყნებულია ფრაგმენტები ქართული ემიგრაციის თვალსა¬ჩინო წარმომადგენლების – გიორგი კერესელიძის, ელიზბარ მაყაშვილისა და თა¬მარ პაპავას მემუარებიდან.

 

პრეზენტაციას უძღვებოდა ჟურნალის რედაქტორი ოთარ ჯანელიძე. სიტყვებით გამოვიდნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ქემერტელაძე, პაატა ნაცვლიშვილი, მალხაზ მაცაბერიძე, რუსუდან დაუშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, გია ლობაჟანიძე, ქართველი ემიგრანტი ლევან ნიკოლეიშვილი, პაატა სურგულაძე, რუსუდან კობახიძე, ბადრი ქუთელია, რუსუდან ნიშნიანიძე და ნიკო ჯავახიშვილი.