ნატოს საინფორმაციო ცენტრის კუთხის გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნატოს საინფორმაციო ცენტრის კუთხის გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ნატოს საინფორმაციო ცენტრის კუთხე 31 მაისს, უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, ესტონეთის ელჩმა ტომას ლუკმა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ელენე ხოშტარიამ გახსნა. საინფორმაციო კუთხის გახსნას, საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილიც ესწრებოდა. ელჩი და მინისტრის მოადგილე სტუდენტებს ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაზე (NATO) და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, რაც მოგვიანებით სტედენტებთან საინტერესო დებატებში გადაიზარდა.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაათვალიერების შემდეგ, ელჩმა და მინისტრის მოადგილემ, ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, უნივერსიტეტი საუკეთესო სურვილებით დატოვეს.