ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის IV დონის სტუდენტების პრაქტიკის დაცვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის IV დონის სტუდენტების პრაქტიკის დაცვა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის IV დონის სტუდენტთა პრაქტიკის დაცვა გაიმართა.

 
სტუდენტებმა პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული პრაქტიკა ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით მედიაჰოლდინგ ,,პალიტრაში” გაიარეს. Pპრაქტიკის დაცვას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ქალბატონი გულიკო გალდავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან აფციაური, პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა. თამარ ცაგარეიშვილმა აუდიტორიას პროგრამის შედეგები გააცნო. ,,პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ მედიაჰოლდინგ ,,პალიტრას” ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ ცნობილ ჟურნალისტებს, მოამზადეს რადიოსიუჟეტები, - აღნიშნა ქალბატონმა თამარმა, - სტუდენტების ნუცა ანდღულაძის და გიორგი კარანაძის პროექტი განხილვის სტადიაშია და შეიძლება რადიო ,,პალიტრის” ეთერში გადაიცეს.” სტუდენტებმა ისაუბრეს პრაქტიკის მიმდინარეობაზე, მიღებულ გამოცდილებაზე. თითოეულმა სტუდენტმა წარმოადგინა პრაქტიკის დროს შექმნილი რადიოსიუჟეტი. დასასრულს მათ სიტყვით მიმართეს ქალბატონმა გულიკო გალდავამ და ქალბატონმა ქეთევან აფციაურმა. სასწავლო პროფესიულ პრაქტიკაზე მომავალმაA ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ ჩვევები და გამოცდილება შეიძინეს.