ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გადაცემები:
- გვანცა კაციტაძის (II კურსი) - “Loosers’ Art ანუ ხელმოცარულებმა გაიჯეჯილეს; გადაცემაში განხილული იქნა ის ახალგაზრდები, რომლებიც პროვოკაციის საშუალებით პოპულარიზაციას უწევენ თავიანთ “შემოქმედებას”.
- სოფიო ყანჩაველის (II კურსი) – “გოგონები თეთრ ხალათებში” - PR სიუჟეტი აფთიაქში მომუშავე გოგოების ცხოვრებაზე, კერძოდ წარმატებულ ახალგაზრდა თანამშრომლებზე.
- გიორგი ახვლედიანის (IV კურსი) – “მესაათე” - სატელევიზიო ეტიუდი დროზე.
- სოფიო ყანჩაველის (II კურსი) – “უშრეტი ცრემლი” - 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მამუკა ბეკურაშვულზე.
- გიორგი ახვლედიანის (IV კურსი) – “გული რკინისა” - 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ რომან ზოიძეზე.
- ალექსანდრე იაკობაშვილის (IV კურსი) – “რომალე” - კახეთის სოფელ “ლენინოვკაში” მცხოვრებ ბოშებზე.