10 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადების კურსის ფარგლებში, სულხან მელაძის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის IV დონის სტუდენტებსა და ასოციაცია “კანონი ხალხისათვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილს შორის.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ზაქარია ქუცნაშვილმა სტუდენტებთან ერთად მიმოიხილა თანამედროვე საზოგადოება, კანონი, ხელისუფლება და საზოგადოების კანონმორჩილების საკითხები. სტუმარმა სტუდენტებთან ერთად იმსჯელა თანამედროვე პოლიტიკურ გარემოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და ამ კონტექსტში საქართველოს პერსპექტივაზე.