იმიტირებული სასამართლო პროცესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იმიტირებული სასამართლო პროცესი

 

2010 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი  მსაჯულების მონაწილეობით. 

 

პროექტში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა  და მაგისტრატურის 35 სტუდენტი. პროექტი ჩატარდა აშშ-ს  იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ეგიდით. 

 

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ნამდვილი მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები. მათ შორის:

 

პროკურორები: ნანა ჯაყელი, თამარ ნოზაძე, დავით ახალბედაშვილი.

 

ადვოკატები: ჯაბა ერანაშვილი, კობა კობიაშვილი, ინგა ჩალაური.

 

იმიტირებულ სასამართლო პროცესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლის რანგში უძღვებოდა აშშ-ს იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენელი, მეცნიერებათა დოქტორი: ბ-ნი რონალდ ვოლფსონი.

 

ორგანიზატორებმა დიდი მადლობა გადაგვიხადეს სტუდენტების კარგი  მომზადების დონის გამოვლენისა და აქტიურობისათვის