შეხვედრა ბატონ ლადო კახაძესთან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ბატონ ლადო კახაძესთან.

2009 წლის 2 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის IV დონის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სტუდენტთა შეხვედრა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან ბატონ ლადო კახაძესთან.
 
შეხვედრის თემა იყო ,,საქართველოს უახლესი 20 წლის ისტორია და საზოგადოება”.
 
ბატონმა ლადო კახაძემ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი, მათ შორის ტრაგიკული ეტაპები. ,,საზოგადოებაში წყრომას სიცრუე კი არ იწვევს, არამედ სიმართლე, რომელიც ჩვენთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა”, - განაცხადა ბატონმა ლადომ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტებმა ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს.