გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მანანა მოსულიშვილი 2009 წლის 13 მაისიდან 24 მაისამდე, აშშ-ს ფონდის ,,ღია სამყარო” მოწვევით, იმყოფებოდა ჯორჯიას შტატში “ღია სამყარო – 2009” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა დაფინანსებული იყო აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ.
ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: პირადი ურთიერთობების დამყარება; ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა; დიპლომატიური და სამთავრობო ურთიერთობებისათვის საფუძვლის ჩაყრა; კანონის უზენაესობის მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; მინდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ხელშეწყობა; საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ძალისხმევების ხელშეწყობა; კულტურული გაცვლებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ხელშეწყობა.
აღნიშნულ პერიოდში შეხვედრები გაიმართა შემდეგ ორგანიზაციებსა და სასწავლებლებში:
ჯორჯიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
ჯონ მარშალის სამართლის სკოლა
დექალბ ქაუნთის სასამართლო
ჯორჯია შტატის უზენაესი სასამართლო
ჯორჯია შტატის სააპელაციო სასამართლო
ძირითადი პროგრამის დაწყებამდე, დელეგაცია 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვაშინგტონში სადაც ფონდის ,,ღია სამყარო” ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ჩაუტარდათ 2 ლექცია კონსტიტუციურ და პოლიტიკურ საკითხებზე.