2009 წლის 7 ივლისს სტუდენტური კლუბი ,,ერთსულოვნების” მოწვევით თბილისს ეწვია უკრაინის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, უცხოელი სტუდენტების სპეციალური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე ლასტავკა. იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს და სხვა ოფიციალურ პირებს. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის შესახებ.