კონკურსის შედეგები
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 2009 წლის 30 ივნისს დასრულდა კონკურსი ქართულ-გერმანული საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება გერმანიის ქალაქ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან ერთად) ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში 3 თვიანი სასწავლო კურსის გასავლელად.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის შემდეგი სტუდენტები:
- რობაქიძე ლიკა - ბიზნესის ადმინისტრირების III დონე სტუდენტი;
- გუგუშვილი ლევანი - ბიზნესის ადმინისტრირების II დონე სტუდენტი.
გამარჯვებული სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრებიან 2009 წლის სექტემბერში 3 თვით. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. გერმანული მხარის მიერ გაიცემა აგრეთვე სტიპენდიები, თითოეულ სტუდენტზე 400 ევროს ოდენობით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა