ამა წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სატელევიზიო შემოქმედებით სახელოსნოში ჩატარდა ანი ჩიკვაიძის სადიპლომო გადაცემის, ,,მონობის სინდრომის” ჩვენება და დიპლომის დაცვა.
გადაცემაში განხილულია ქართული სამეცნიერო ინტელიგენციის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი.
ჩვენებას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, რომელმაც გადაცემას მაღალი შეფასება მისცა. დიპლომის დაცვის პროცესში გამართულ დებატებზე გამოითქვა აზრი, როგორც სტუდენტების, ასევე პედაგოგების მიერ, რომ გადაცემაში სიღრმისეულად არის განხილული ქართულ საზოგადოებაში არსებული მორალურ-ზნეობრივი პრობლემები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI