ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს ინგლისური ენის სპეციალისტის პროგრამა
2009 წლის 11 მაისიდან 6 ივნისამდე ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ჯენიფერ ჰერინი (აშშ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის სემინარებს ატარებდა ბიზნეს ინგლისურის სწავლების მეთოდიკაში. აგრეთვე, ის უძღვებოდა ბიზნეს ინგლისური ენის კურსს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
ქალბატონმა ჰერინმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ლიტერატურა ბიზნეს ინგლისურის შესწავლის მსურველთათვის. წიგნები და ციფრული მასალა საინტერესოა იმიტომაც, რომ გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისათვის, ისე პედაგოგებისთვის.
პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ.
პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკის საელჩომ პროგრამაში მონაწილე პეგაგოგები და სტუდენტები დააჯილდოვა სერტიფიკატებით. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქალბატონი სინიტია ვიტილსი და ქალბატონი სოფო ბზიშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მონაწილეებს მოულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება.
რას ამბობს ჯენიფერ ჰერინი ჩვენზე:
,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდნეტები სრულიად საოცრები არიან. მათ სწყურიათ სწავლა და შრომის პროცესში დიდ ენთუზიაზმს ავლენენ. შთამბეჭდავია, რაოდენ თავისუფლად მონაწილეობენ ისინი პროექტებში და უზიარებენ ერთმანეთს აზრს. სტუდენტებთან მუშაობა სასიამოვნოა, რადგანაც მარტივად ითვისებენ სწავლების სხვადასხვა მეთოდს: ინდივიდუალური მუშაობა იქნება ეს, დაწყვილებული თუ გუნდური. აღფრთოვანებული ვარ იმითაც, რომ პედაგოგები სტუდენტებს ასწავლიან ინგლისური ენის ეფექტურად გამოიყენების უნარ-ჩვევებს.
მასწავლებლები არამხოლოდ კარგად ერკვევიან ლინგვისტიკის სფეროში, არამედ სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისათვის ახალი ტექნოლოგიებსაც იყენებენ. მათ სურთ მოამზადონ სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ინგლისურად თავისუფლად საუბარს; მზარდ გლობალურ საზოგადოებაში ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს სტუდენტები გარესამყაროსთან ინგლისურად ურთიეთობისათვის, უდაოდ, იქნებიან მზად”.