გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი & საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
2009 წლის 14 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტურ ორგანიზაცია (GIPA Group.) შორის გაფორმდა ურთერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მხრიდან სტუდენტური ორგანიზაცია (GIPA Group) –ის პრეზიდენტმა გიორგი გოგორიშვილმა
და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ხუროშვილმა.