2009 წლის 13 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ქართველი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი, ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი ამირან ამირანაშვილი. საქართველოს რესპუბლიკაში განხორციელებული პროექტების გარდა (კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” ხელმძღვანელი, სტუდია ,,ბრავო”-ს გენერალური დირექტორი და სხვ.), ბატონი ამირანი წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში. იყო ცენტრალური ტელევიზიის I და II არხების, ასევე TVC-ს, ,,კულტურისა“ და ტელეკომპანია ,,ოსტანკინოს” თანამშრომელი, სტუდია ,,25 კადრის” გენერალური პროდიუსერი, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრის - ,,ბრძოლა წესების გარეშე” _ დამდგმელი და წამყვანი. ბატონმა ამირანმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების I და III დონის სტუდენტებს ჩაუტარა მასტერ კლასი, უჩვენა სხვადასხვა წლებში გადაღებული ფილმები: ,,მირაჟი” და ,,დედოფალი თამარი”.
ჩვენების დასასრულ გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტმა კმაყოფილება გამოთქვა წამოჭრილი კითხვების აქტუალობითა და სტუდენტების მომზადების მაღალი აკადემიური დონით.