ალმა მატერი & თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერი & თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი

2009 წლის 18 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის გაფორმდა ურთერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.  მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თირნიკე ნიკოლაიშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ხუროშვილმა.