2009 წლის 5 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის გაფორმდა ურთერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გვანცა ბუნიათაშვილმა, ხოლო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ხუროშვილმა.