რადიოსიუჟეტების პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რადიოსიუჟეტების პრეზენტაცია

2009 წლის 29 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში III დონის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა მიერ მომზადებული რადიოგადაცემების პრეზენტაცია შედგა.
 
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მოდული ,,ტელე-რადიოჟურნალისტის ოსტატობა” ,,საზოგადოებრივი რადიოს” ბაზაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერის  - ლია წიკლაურის ხელმძღვანელობით გაიარეს.
 
პრეზენტაციაზე სცენარები, სიუჟეტები, გადაცემები სტუდენტებმა ნინო სამხარაძემ, ირმა ჭარაქაშვილმა, თათა ხუციშვილმა, ელისო ხეცურიამ, ლელა კვანტალიანმა, თამუნა კვარაცხელიამ, თეონა აბსანძემ, მარიტა თევზაძემ  წარმოადგინეს.
 
მრავალფეროვანი იყო   მომზადებულ გადაცემათა თემატიკა. სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა განათლების პრობლემა საქართველოში, ქართული ჩაის ხარისხი, ხელოვნება და სხვ.
 
,,ჩვენთან სტუდენტები თეორიული ცოდნით აღჭურვილნი მოვიდნენ,­ _ აღნიშნა მოდულის ხელმძღვანელმა ლია წიკლაურმა, _ რადიო რედაქციებში სტუდენტებმა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს. Mმომავალი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მიცემულ დავალებებს და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მოტივირებული, მომზადებული ახალგაზრდები არცერთი სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან არ მოსულან ჩვენს ბაზაზე”.
 
მოდულის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რამდენიმე სტუდენტი ,,საზოგადოებრივი რადიოს” რედაქციებში სტაჟიორად იმუშავებს.