2008 წლის 27 დეკემბერს, გროგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შემოქმედებით სახელოსნოში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
13:00 საათზე შედგა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, სადაც გაიმართა ფოტოფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ჩვენება.
16:00 საათზე ნაჩვენები იქნა შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტების მიერ შექმნილი გადაცემათა სერია ომის შესახებ. მოწვეული სტუმრები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური, ჟურნალისტები - თომა ჩაგელიშვილი და ქეთევან იგნატოვა.