26 დეკემბერს სტუდენტური თვითმმართველობის მოწვევით, უნივერსიტეტს ეწვია მოძრაობა საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს დამფუძნებელი, საქართველოს მონარქისტული მოძრაობა \"სამეფო გვირგვინი\"-ს ხელმძღვანელი, ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი: ია ბაგრატიონ-მუხრანელი
გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან. შეხვედრაზე ასევე მოეწყო ია ბაგრატიონ-მუხრანელის წიგნის: “ბოლოს საფეხურზე” პრეზენტაცია, რომელიც მან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა.