პროგრამა “ღია სამყარო – 2008”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროგრამა “ღია სამყარო – 2008”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი მოგელი შენგელია, 2008 წლის 4 დეკმბრიდან 15 დეკემბრამდე, აშშ-ს ფონდის ,,ღია სამყარო” მოწვევით,  იმყოფებოდა ჯორჯიის შტატში “ღია სამყარო – 2008” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
 
ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: აკრედიტაციის ზოგადი სტრუქტურა; აკრედიტაციის საბჭოს წევრთა  არჩევნები და მათი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა; უნივერსიტეტების შიდა აკრედიტაციის ჩატარების პროცედურები; აკადემიური პროგრამების დამტკიცების სტრუქტურა; აკადემიური პროგრამების შეფასების მექანიზმები; ფინანსური შემოსავლის წყაროები და მისი გადანაწილების სტრუქტურა; სტუდენტთა დაფინანსების წყაროები; სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასება; საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები; კურსდამთავრებულთა დასაქმების დონის განსაზღვრა.
 
აღნიშნულ პერიოდში შეხვედრები გაიმართა შემდეგ ორგანიზაციებსა და  სასწავლებლებში:
 
-          Friendship Forces - ის ოფისი (მასპინძელი ორგანიზაცია).
-          ემორის უნივერსიტეტი.
-          Georgia Lottery
-          აგნეს სკოტის კოლეჯი
-          ატლანტის ტექნიკური კოლეჯი
-          ოგლითორფის უნივერსიტეტი
-          ჯორჯიის უნივერსიტეტი
-          ჯორჯიის ტექნიკური ინსტიტუტი
-          აკრედიტაციის სამხრეთ ასოციაცია