ბიზნეს ეთიკა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნეს ეთიკა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2008 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო სემინარ-ტრეინინგი თემაზე: ,,ბიზნეს ეთიკა, კორუფციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები და საკუთრების უფლებების დარღვევა გარდამავალ ეკონომიკაში” ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ღია საზოგადოების ინსტიტუტის  (Open Society Institute) უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამის კორდინატორები საქართველოში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.  
 
სემინარ-ტრეინინგი ჩატარდა სამწლიანი პროგრამის ფარგლებში: ,,კორუფციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, საკუთრების უფლებების დარღვევა და გადასახადების თავიდან აცილება დსთ-ს ქვეყნებში: დისციპლინათშორისი მიდგომა კვლევასა და სწავლებაში”.
 
სემინარ-ტრეინინგში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი იაკუბოვსკიმ (პროექტის დირექტორი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ოდესა, მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტი) ხაზი გაუსვა სემინარ-ტრეინინგის ორგანიზების და მონაწილეთა დაინტერესების მაღალ დონეს. ღონისძიების დასასრულს უკრაინელმა სტუმარმა გამოითქვა სურვილი მსგავს აქტუალურ საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.