გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა IV სტუდენტური ბიზნეს-ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტთა და IV სტუდენტური ბიზნეს ოლომპიადის ორგანიზატორს ბ. ტარიელ ზივზივაძესთან და საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის წარმომადგენელს ბ. გიგა ვაშაკიძესთან. სტუდენტების მხრიდან დაისვა უამრავი შეკითხვა ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ. ამავე შეხვედრაზე განხორციელდა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის უახლესი ბრენდის ,,აკვა-ვივას პრეზენტაცია”.
ამ შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას შორის თანამშრომლობის შესახებ.