2 ოქტომბერს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი),
რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე “რა არის თავისუფლება?” შეხვედრას დაესწრნენ ალმა-მატერის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ს
რულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მეუფე სტეფანეს ინიციატივით გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაარსდება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლობა, რომნლებიც დაკომპლექტდება გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.