,,კრიმინოლოგია” - პრეზენტაცია...

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


,,კრიმინოლოგია” - პრეზენტაცია...

2008 წლის 2 ოქტომბერს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში ჩატარდა სახელმძღვანელოს ,, კრიმინოლოგია” პრეზენტაცია, რომლის ორგანიზატორიც იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი გიორგი ღლონტი.
 
წიგნის პრერზენტაცია გახსნა თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა ლაშა ბრეგვაძემ.
  
პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი მანანა მოსულიშვილი.
 
სახელმძღვანელოს განხილვისას მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იურისტებმა: ბესარიონ ზოიძემ, ოთარ გამყრელიძემ, გიორგი თოდრიამ, ირაკლი გოძიაშვილმა, დავით სალუქვაძემ, იაკობ ფუტკარეაძემ, ედიშერ ფუტკარაძემ, გოჩა ფერაძემ, თამარ ებრალიძემ და სხვებმა. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა ავტორთა ნაშრომი, მიულოცეს მათ და უსურვეს წარმატებები სამეცნიერო საქმიანობაში.