გაერთიანებული ერების მოდელირება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაერთიანებული ერების მოდელირება

2008 წლის 14 აპრილს გაეროს ასოციაცია საქართველოს ეგიდით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა გაერთიანებული ერების მოდელირება. გენერალური ასამლეის ამ სხდომაზე სტუდენტები განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა აივშიდსთან, მალარიასთან და სხვა მომაკვდინებელ დაავადებებთან ბრძოლა.
 
პროექტის ავტორი გიორგი ჭეხანი გამოთქვამს თავის მოსაზრებას: ,,მოდელირება უმაღლეს დონეზე ჩატარდა და სტუდენტთა აქტიურობამ და მათ შემოქმედებითმა უნარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამიტომაც გაეროს ასოციაცია საქართველომ დაუშვა გამონაკლისი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მიანიჭა უფლება წარსდგეს ცენტრალურ გაეროს მოდელირებაზე ოთხი სტუდენტით (სამის ნაცვლად). დიდ მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს ასეთი შესანიშნავი სტუდენტების აღზრდისათვის”.