მადლობის წერილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მადლობის წერილი

2007 წლის 17 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ვანო იმერლიშვილმა მიიღო მადლობის წერილი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკიდან, წიგნისთვის სახელწოდებით, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამი, რომელიც გამოიცა უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრში.
 
წიგნის რედაქტორია გრიგოლ რობაქქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
 
ნაშრომში განხილულია გენერალ ლაზარევის (1766-1803) მკვლელობის ფაქტი, რომელიც დღემდე არსებული წყაროებით საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს მიეწერება.
 
ნაშრომი დაწერილია ქართული, რუსული და ევროპული წყაროების, უცხოურ ენებზე არსებული სპეციალური ლიტერატურის საფუძველზე. ევროპული წყაროებისათვის პოლკოვნიკ როტიერის ცნობა წარმოადგენდა საყრდენ წერტილს სხვადასხვა სახის მწერლური ჩანახატების შესაქმნელად მარიამ დედოფლის მიერ გენერალ ლაზარევის მოკვლის შესახებ.
 
როტიერის ეს ცნობა დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე ჟურნალში ”აზიის მცხოვრებნი” 1827 წლის ივნისის ნომერში, რომელიც ქართულად თარგმნა ალ. ჭყონიამ და დაიბეჭდა ჟურნალ ”მოამბე-ში”, №7, გვ 9, 1894.
 
წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, ლიტერატურულ-ისტორიული განხრით მომუშავე სტუდენტთათვის და მკითხველთა ფართო წრისათვის.
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის  ბიბლიოთეკა  
ბუდაპეშტი, 2007,
                       17 აგვისტო
 
ბატონ ვანო იმერლიშვილს
 
ნება მოგვეცით, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის სახელით მადლობა მოგახსენოთ ჩვენთვის მოძღვნილი წიგნისთვის, სახელწოდებით, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამი, რომელიც აღმოსავლეთის განყოფილების კოლექციაში მოვათავსეთ, სადაც მკითხველის განკარგულებაში დევს.
 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქრისთვის.
გულითადი მადლობით და პატივისცემით,
 
საერთაშორისო გაცვლითი მომსახურების განყოფილების გამგე იული შიმონი.