შეხვედრა ანდერს ფოგ რასმუსენთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ანდერს ფოგ რასმუსენთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - ALMA MATER და მისი სტუდენტები, იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის აღმოჩნდა, რომელთაც საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის - ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივით გამართულ შეხვედრას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. გენერალური მდივნის მიმართვის და სიტყვის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მისთვის კითხვების დასმის.გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან - ALMA MATER, ნატოს გენერალურ მდივანს კითხვა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტმა თინათინ ქაწაშვილმა დაუსვა. იხილეთ ვიდეო.